20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
შიმშილობის მე-7 დღე ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2 საათზე სტუდენტები აქციას გამართავენ

შიმშილობის მე-7 დღე ტექნიკურ უნივერსიტეტში. 5 ლექტორი სასწავლო დაწესებულების რექტორის გადადგომის და აკადემიური საბჭოს ხელახალი არჩევნების მოთხოვნით შიმშილობს.

არ არის გამორიცხული, რომ დღეს ლექტორების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართონ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. როგორც ისინი აცხადებენ, ბოლომდე იზიარებენ მოშიმშილე ლექტორების მოთხოვნებს. ამის გამო ისინი აპირებენ 2 საათისთვის აპირებენ საპროტესტო აქცია გამართონ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ გააჩნია რეალური სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, ბექა მაისურაძის თქმით, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დღეს 2 საათზე დაგეგმილ აქციას შესაძლოა შეუერთდეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები, მათ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ. 

დღის ამბები