ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ საინფორმაციო აქცია იწყება. აქციას მოშიმშილე ლექტორები და მათი მხარდამჭერი სტუდენტები მართავენ.
ლექტორები კიდევ ერთხელ გააკეთებენ განცხადებებს და გაახმაურებენ საკუთრ მოთხოვნებს.
ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი მე-7 დღეა შიმშილობს. ისინი სასწავლო დაწესებულების რექტორის გადადგომას და აკადემიური საბჭოს ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.