20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებთან სახალხო დამცველი მივიდა

ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებთან სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მივიდა. ნანუაშვილი ადგილზე გაეცნო სიტუაციას და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო იმ წერილის შესწავლა, რომელიც მათ ლექტორებისგან მიიღეს.

მისივე თქმით, ის ასევე აპირებს დეტალურად შეისწავლოს, თუ რამდენად ლეგიტიმურად მოხდა რექტორის არჩევა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ასევე კურიერის კორესპოდენტის ცნობით, მოშიმშილე 5 ლექტორიდან ერთ-ერთი დღეს მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ლექტორის მდგომარეობა სტაბილურია.  

დღის ამბები