პრემიერმა დღეს ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი სასტუმროს მშენებლობა მოინახულა. Marriott-ის ქსელის უახლესი ეკონომსეგმენტის ბრენდის Moxy-ის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. სასტუმრო საშუალო და დაბალბიუჯეტიან მომხმარებელზეა გათვლილი.
პროეტქს ჯი ემ თი ჯგუფი ახორციელებს. სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი ინვესტიცია 25 მილიონო აშშ დოლარს შეადგენს. მის განხორციელებაში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტო იღებს.