20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებს პრემიერის საპარლამენტო მდივანი შეხვდა

შიმშილობის მე-7 დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებს  პრემიერის საპარლამენტო მდივანი შეხვდა. შალვა თადუმაძემ პროფესორებთნ აქციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. საპარლამენტო მდივანმა მათ განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფში ჩართვა შესთვაზა - რაზეც უარი მიიღო.

"მოთხოვნა, რომელიც ეხება რექტორის გადადგომას, ან იმ სადაო საკითხის გადაწყვეტას, რომელზეც სასამართლო საქმე მიმდინარეობს, ბუნებრივია, პრემიერის კომპეტენცია არ არის და კანონიდან გამომდინარე ყველა მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენად სწორად მორჩა არჩევა, თუ არჩევა მოხდა არასწორად. რაც შეეხება რეფორმირების ნაწილს, საზოგადოებისთვის ცნობილია პრემიერის განწყობა და მისწრაფება იმისკენ, რომ მოხდეს ერთიანი უმაღლესი განათლების რეფორმირება", - განმაცხადა  თადუმაძემ.

მოშიმშილე ლექტორები კიდევ ერთხელ აცხადებენ. რომ აქციას მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის შემთხვევაში შეწყვეტენ.  

"ჩვენი პრობლემები გაცილებით ღრმაა, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემები. ვამბობ, რომ რეფორმები განათლების სისტემაში სასწრაფოდ არის დასაწყები. ეს რეფორმები ვიღაცამ უნდა დაიწყოს დღესვე. მინიმუმი გარდაქმნების დაწყება შეიძლება დღესვე, ამას არ სჭირდება არც საკანომდებლო ბაზა, არც - არაფერი. ყველაფერი  არსებობს. ამის გამკეთებელი არჩილ ფრანგიშვილი არ არის", - აღნიშნა ლექტორმა ნოდარ ურგებაძემ. 

 

ავტორი: გიგლა თუმანშვილი

დღის ამბები