რექტორის განცხადებას ეხმაურებიან თსუ-ს სტუდენტები რექტორის თქმით, პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული სახელმწიფო, ძალოვანი უწყებები. პაპავას განცხადებით, სწორედ სპეც სამსახურები მართავდნენ პროცესებს და მათი მიზანი უნივერსიტეტში საკუთარი გავლენის ზრდა და მისი თანამდებობიდან გადაყენება იყო.
თვითმმართველობის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ დაწყებულ საპროტესტო ტალღაში, რომელიც შემდეგ შიმშილობით გაგრძელდა, გარკვეული სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართული. მათი თქმით, მცდელობები იყო, თუმცა მათ შეინარჩუნეს დეპოლიტიზირებულობა.
ასევე გამორიცხავენ აუდიტორია 115-ის წევრები სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათ მხარდაჭერას, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ჩარევა და მხარდაჭერა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სწორედ ქონდა სტუდენტურ თვითმმართველობას.
ისინი ლადო პაპავას მოუწოდებენ, უფრო მეტი პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს და ფაქტის ირგვლივ ღიად და უფრო კონკრეტულად ისაუბროს.
ვლადიმერ პაპავას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა განათლების მინისტრი. უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რაიმე სახის დაინტერესება არსებობს.