ბავშვებით ვაჭრობის, პროსტიტუციისა და მონური ექსპლუატაციის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა.
მო დე ბოერ-ბუკიკიო საქართველოს ხელისუფლებას ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას ურჩევს. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ყველაზე მძიმე პრობლემად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, კომერციული სუროგაციის, ბავშვთა ნაადრევი ქორწინების, გაშვილება-შვილად აყვანისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ოჯახის დახმარების პრობლემებს მიიჩნევს. ბუკიკიოს განცხადებით ქვეყანაში არ არის კანონმდებლობა, რომელიც კომერციული სუროგაციით გაჩენილი ბავშვის უფლებას დაიცავს.
"საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის დროს გავეცანი მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად ხორციელდება. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პოზიტიური განვითარება მიუსაფარი ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და მათთვის ალტერნატიული დაწესებულებების შექმნა, სადაც უფრო ოჯახური გარემო იქნება. ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს სოციალური მუშაკების მუშაობის ნაყოფიერების გაზრდაზე იმისთვის, რომ თავიდანვე მოხდეს პრობლემებისა და ძალადობის რისკების გამოვლენა,"-მო დე ბოერ -ბუკიკიომ.