„შემოულაწუნე ნოდარს“ - თავისუფალი თაობის წევრებმა ამ ლოზუნგით აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა იყო ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სამინისტროსგან, თუ ვის და რა რაოდენობის ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 2015 წელს.
ოქრიაშვილი, კოხოძე, ლაურა ღაჭავა და სხვა კურტანიძე მაგალითად პსპ-ს და ავერსის ხელმძღვანელებს ჩამოეწერათ საკმაოდ სოლიდური საგადასახადო ვალდებულებები და ამ ვალდებულებების საერთო ციფრმა, ფინანსთა სამინისტროს წერილის საფუძველზე გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ შეადგინა მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი. ეს საქმე ეხება ბიუჯეტს და ვალდებულია ბატონი ნოდარი, რომ გამოვიდეს და გაგვცეს პასუხი, რატომ, რა მოტივით, რამდენი და ვის ჩამოაწერა ეს დავალიანება,“ - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.