20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
თბილისი-მახინჯაურის გზაზე მერვე გვირაბი გაიხსნა

2020 წელს თბილისიდან ბათუმში რკინიგზით ჩასვლა 5 საათის ნაცვლად 4 საათში იქნება შესაძლებელი. ამ პროექტის ფარგლებში დღეს თბილისი მახინჯაურის გზაზე მერვე გვირაბი გაიხსნა. ღონისძიებას მთავრობის და რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სარკინიგზო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია აწარმოებს, რომელშიც სამასამდე ადგილობრივია დასაქმებული. ახალი გვირაბის სიგრძე 1 115 მეტრია და მის მშენებლობაზე 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დღის ამბები