"X ფაქტორს" რამდენიმე კომპანია სიმბოლური აქციით შეუერთდა. თბილისში ერთ-ერთი იტალიური რესტორანი სტუმრებს ყოველ ორშაბათს "X ფაქტორის" ლოგოთი გაფორმებულ პიცას სთავაზობს.
კიდევ ერთი რესტორანი, ქართული ჟურნალი და სილამაზის სალონი თნამშრომლებს დღის ბოლოს სამსახურიდან დროზე ადრე გაათავისუფლებენ, რომ მათ შეძლონ "X ფაქტორს" კომფორტულად უყურონ.
"რუსთავი 2-ის" ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუ დღეს 22:00 საათზე დაიწყება და მაყურებელი ახალ პრეტენდენტებს გაიცნობს.