20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
დედაქალაქის 9 მუზეუმში შესაძლოა შტატების შემცირება დაიწყოს

მერიის გადაწყვეტილებას თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმების გაერთიანების შესახებ საკრებულოს თანხმობა მიღებული აქვს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, როგორ მოხდება მუზეუმების ერთიანი მართვა, თუმცა ცნობილია ახალი სამსახურის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების შესახებ. თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის 9 მუზეუმში შტატების შემცირება დაიწყოს.

ოპტიმიზაციის და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ჯერ არ იციან მუზეუმების ხელმძღვანელებმა. ისინი შესაბამის წესდებას ელოდებიან. მანამდე კი იმ შეხვედრაზე საუბარი არ სურთ, რომელიც გადაწყვეტილების გაცნობის მიზნით, მუზეუმების ხელმძღვანელებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ შედგა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი 9 მუზეუმის გაერთიანების შესახებ მერიის მიერ მომზადებული გადაწყვეტილება საკრებულომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

ავტორი:ეკო მაღრაძე.

დღის ამბები