საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იქნებიან მობილიზებული.
ინფორმაცია კურიერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მიაწოდეს.
როგორც სამსახურში განმარტავენ, სამედიცინო დახმარების ჯგუფები ერთმანეთს ჩაგენაცვლებიან და ადგილზე გააკონტროლებენ მოშიმშილე პროფესორების ჯანმრთელობის მდგომარეობას.