20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
შიმშილობის მერვე დღე - ტექნიკურ უნივერსიტეტთან პროფესორების აქცია გრძელდება

შიმშილობის მერვე დღე ტექნიკურ უნივერსიტეტთან 5 პროფესორი აქციას აგრძელებს.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მოშიმშილე ცუდად გახდა - ექიმების თქმით, მას სტაციონარში გადაყვანა და გადასხმა ესაჭიროებოდა, რაზეც ქალბატონმა უარი განაცხადა.

მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა რექტორის, აკადემიური საბჭოს წევრების და კანცლერის გადადგომას ითხოვენ. 

თავად რექტორი კი მიიჩნევს რომ ყველა ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. მანამდე კი არჩილ ფრანგიშვილი გადადგომას არ აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები