სტუდენტების მიერ გახმაურებული საქმის მონიტორინგისთვის მზად ყოფნა გამოთქვა სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო სექტორმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღეს აუდიტორია 115-ის წევრებთან შეხვედრას და მუქარის შესახებ დეტალების გარკვევას აპირებს, რის შემდეგაც სამოქალაქო სექტორი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს.
მათი თქმით, თუ ზეწოლის ფაქტები დადასტურდება, კონკრეტული პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებიც შეიძლება გამოიკვეთოს.
"ვაპირებთ სტრატეგიის შემუშავებას. თუ ეს დადასტურდება, მაშინ გამოვა, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური ხელისუფლების დაცვის მექანიზმად რჩება,"- განაცხადა სოფო ვერძეულმა.