20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
პანკისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - მისი დაწვა ორი დღის წინაც სცადეს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ომარ ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ქავთარაშვილები უკვე რამდენიმე თვეა გროზნოში სამუშაოდ იმყოფებიან.

მეზობლებმა კი საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორი დღის წინ ქავთარაშვილების სახლის დაწვა ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სცადეს, თუმცა მაშინ მეზობლებმა ხანძრის დროული ლოკალიზება შეძლეს.

ერთ-ერთ ვერსიას, რომ შესაძლოა ცეცხლის გაჩენა შურისძიებას უკავშირდებოდეს, ხეობაში არ ადასტურებენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გამოძიება მუშაობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები