02 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ხანძარი ლილოს დასახლებაში - არიან დაშავებულები

ხანძარია ლილოს დასახლებაში - ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს უკიდია, თუმცა ხანძრის ძირითადი კერა უკვე ლოკალიზებულია.

ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო მანქანა. არიან დაშავებულები - ერთ-ერთ მამაკაცს სტრესის ფონზე ინსულტი განუვითარდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე დაშავებული კი მეხანძრეა. მას ინტოქსიკაცია აღენიშნება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იწვოდა შენობის 450 კვადრატული მეტრი. სასაწყობე მეურნეობაში საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა. 

დღის ამბები