20 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
შიმშილობის მერვე დღე - სასწრაფო დახმარების ბრიგადები ტექნიკურ უნივერსიტეტში 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ

შიმშილობის მერვე დღე - სასწრაფო დახმარების ბრიგადები ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. დღის ბოლოს ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა. ექიმების თქმით, მას სტაციონარში გადაყვანა და გადასხმა ესაჭიროებოდა, რაზეც ქალბატონმა უარი განაცხადა.

მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა რექტორის, გადადგომაა. თავად რექტორი კი მიიჩნევს, რომ ყველა ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

„აბსოლუტურად იგივე პოზიციაა, სამართლებრივ სივრცეში. ეს ულტიმატუმები ჩვენზე არ მუშაობს. არსებობს, კანონი და ყველამ უნდა დავიცვათ,“ - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, კარლო კოპალიანი, რომელიც ასევე საქმის სამართლებრივად მოგვარების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

„იმ გადაწყვეტილების, რასაც ჰქვია არჩევა - გაუქმება, შეუძლია მხოლოდ სასამართლოს,“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

დღის ამბები