20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხანძარი ლილოს დასახლებაში ლიკვიდირებულია - წინასწარი მონაცემებით, საუბარია ნახევარი მილიონის ზარალზე

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გამთენიისას წაეკიდა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთს ინსულტი განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ დაზარალებულებს. მათი ინფორმაციით, იმ დროისთვის შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო. როგორც კურიერთან საუბარში ორგანიზაციის ბუღალტერმა განაცხადა, ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდეა.

ადგილზე მობილიზებული იყო12 სახანძრო მანქანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იწვოდა შენობის 450 კვადრატული მეტრი. სასაწყობე მეურნეობაში საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები