სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა დღეს ვლადიმერ პაპავამ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ანგარიშს მედიის გარდა სტუდენტები და აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა.
ვლადიმერ პაპავამ განხორციელებულ პროექტებზე და უნივერსიტეტის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ერთ-ერთი აქტიური თემა უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესები და უნივერსიტეტებში ოდეერების სამსახურის არსებობა იყო.
თსუ-ის რექტორის განმარტებით, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ე.წ ოდეერმა წასვლის შესახებ განცხადების დაწერაზე უარი თქვა.
"ის, ვინც ყოფილი თანამშრომლები იყვნენ უშიშროების სამსახურის უნივერსიტეტში, არაფერი კავშირი დღეს არ ქონდათ, მათ დაწერეს განცხადებები და დღეს ისინი არ არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც მე ვიცი, ყველამ დაწერა განცხადება და წავიდა, ასე არ არის. უფრო მეტს გეტყვით, არიან კიდევ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც სულაც არ იყო საჯაროდ ცნობილი და ქონდეს საჯარო ფუნქცია, ამის შესახებ ინფორმაცია არც მე გამაჩნია და არც არავის. მაგრამ, ერთი რამ იცოდეთ, თუ ადამიანი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას, წერს განცხადებას და მიდის, ესეიგი მას უშიშროებასთან რაიმე ვალდებულება არ ქონია, თუ იქნება კონკრეტული ადამიანის გამო პრობლემა, ის არ წერს განცხადებას და არ მიდის, ესეიგი ამს არ აქვს უფლება დაწეროს განცხადება, მას უნდა უთხრან, რომ დაწეროს განცხადება და ისინი არ ეუბნებიან," - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.