მერაბ ტურავასთვის ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ბინის უსასყიდლოდ გადაცემაზე განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ ხაბაძე პროცესს კანონიერს უწოდებს.
„10 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის და მოსამართლისთვის თვითონაც მისაღები იქნებოდა ერთიანად ბინის გადაცემა, რადგან ამ კუთხით ხარჯების ნაწილი ერთი და იგივეა. რა 10 წელი დაგვექირავებინა საცხოვრისი, და რა ერთჯერადად სახელწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.