ლადო პაპავას სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ანგარიშს მედიის გარდა, სტუდენტები და აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე კითხვა დაისვა და ვლადიმერ პაპავა გამოეხმაურა აუდიტორია 115-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან.
თსუ-ის რექტორმა სამართალდამცავ უწყებებს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ის, რომ სტუდენტებზე არის ზეწოლა, თუ ეს მართლა ასეა, ეს არის კატასტროფა. მე ვიმედოვნებ, რომ თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტების ოჯახის წევრების მისამართით სუს-ის მხრიდან რაიმე სახის მუქარა ან გაფრთხილება ხორციელდება.
უწყებიდან სტუდენტებს მიმართავენ, რომ კონკრეტული ფაქტის შემთხვევაში, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ.