20 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ბათუმის ნაგავსაყრელზე ნაშოვნი წამლის ფული

ბათუმის ნაგავსაყრელზე დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი მიდის. ისინი ამბობენ, რომ აქ ჯართს და სხვადასხვა ნივთებს აგროვებენ, რათა ამით პურის და წამლის ფული იშოვონ. 

29 წლის ახალგაზრდა კაცი ყვება, რომ ის ოჯახს სწორედ იმით არჩენს, რომ ნაგავსაყრელზე ჯართს აგროვებს. ის ამბობს, რომ მან სამსახური ვერ იშოვა და სხვა გზა არა აქვს. 

ნაგავსაყრელზე პურის ფულის საშოვნელად მისული ხალხი რუსთავი2-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო, როდესაც აჭარაში მოსახლეობის მოსასმენად იყო ჩასული. 

რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხალხის აზრი მოისმინეს, თუ რა პრობლემები აქვთ და როგორ აფასებენ ხელისუფლების ნამოქმედარს.      

 

 

დღის ამბები