20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
გუშინ ერთი პური ვიყიდე და დღესაც უნდა მეყოს - მოხუცი ქალის ისტორია

"8 ლარი დავხარჯე ამაში, აღარაფერი დამრჩა. ვკანკალებ, ძალიან ცუდად ვარ. სხვის ოთახში ვცხოვრობ, სოციალური დახმარება არ დამინიშნეს. გუშინ ერთი პური ვიყიდე და დღესაც უნდა მეყოს," - ამაში ბათუმში მცხოვრები მოხუცი ქალი ყვება, რომელიც, როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა, რაც ფული ჰქონდა, წვრილმანი ნივთები ეყიდა და ქუჩაში სავაჭროდ გამოსულიყო. მაგრამ არ იცის, პურის ფულის შოვნას მოახერხებს თუ არა.

ეს არის კიდევ ერთი ისტორია, რომელსაც რუსთავი2-ის ჟურნალისტებთან ყვებიან.   

რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხალხის აზრი მოისმინეს, თუ რა პრობლემები აქვთ და როგორ აფასებენ ხელისუფლების ნამოქმედარს.      

დღის ამბები