20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
კაცს ხელი არ მაქვს, დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს - ერთი ადამიანის ისტორია

“კაცს ხელი არ მაქვს, დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს. მიჩუქნია მაგათთვის, პენსია მაქვს 150 ლარი და მაგასაც ვაჩუქებ, ოღონდ ხელი დამიბრუნონ. გამომაქვს ბანკიდან ფული და ვყიდულობ წამალს. ძალიან ბევრს მივმართე დახმარებისთვის თბილისშიც და რაიონშიც, მაგრამ მითხრეს, არ ექვემდებარება გასაჩივრებასო,“ - ამბობს ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები, გივი გრიგალაშვილი.   

მას ორივე ხელი ამპუტირებული აქვს და დახმარებასაც კი ვერ იღებს. მისივე თქმით, ის წამლის ფულს ბანკიდან სესხულობს და შემდეგ ყავივლების გაყიდვით ცდილობს სესხის დაფარვას.

ეს არის კიდევ ერთი ისტორია, რომელსაც რუსთავი2-ის ჟურნალისტებთან ყვებიან.   

რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხალხის აზრი მოისმინეს, თუ რა პრობლემები აქვთ და როგორ აფასებენ ხელისუფლების ნამოქმედარს.  

      

დღის ამბები