20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
შიმშილობის მეცხრე დღე - აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორების მოთხოვნებს კიდევ სამი დაემატა. ისინი უმაღლეს სასწავლებელში აუდიტის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას ითხოვენ.

აუცილებლად მიაჩნიათ შიდა რეფერენდუმის ჩატარებაც, იმისათვის რომ დადგინდეს რექტორის მხარდამჭერთა რაოდენობა.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ განათლების სამინისტროსთან ერთად შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მოშიმშილეების პროფესიულ საქმიანობას, კვალიფიკაციას და აკადემიურ დასწრებას.

დღეს ხუთი მოშიმშილიდან, კიდევ ერთი აპირებს პროტესტი მშრალი შიმშილობით გამოხატოს.

პროფესორები უკვე მეცხრე დღეა აგრძელებენ აქციას. კვლავ ძალაში რჩება მათი ძირითადი მოთხოვნებიც - რექტორის, აკადემიური საბჭოს წევრებისა და კანცლერის გადადგომა.

ამავე თემაზე
დღის ამბები