20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ. ამ პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მათგან სამი ამავე სასწავლებლის პროფესორია, ერთი კი საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

კანდიდატებს ხმას მისცემენ პროფესორები, დოქტორები და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები.

არჩევნებს, ყველა ფაკულტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, 28 კაციანი საარჩევნო კომისია დააკვირდება, ასევე დამკვირვებელთა 16 კაციანი შემადგენლობა.

ხმის მიცემა დილის 10 საათზე დაიწყება და 18 საათზე დასრულდება.

შედეგები სავარაუდოდ დღესვე, უბნის დახურვიდან ორ საათში იქნება ცნობილი. საარჩევნო სამზადისი, პირველ კორპუსში უკვე დასრულებულია. გამარჯვებული კანდიდატი პირველი მაისიდან ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი აგვისტოში ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები