20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
თბილისს მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ეწვია

თბილისს მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ეწვია. ისინი საქართველოში ორ წელიწადს დარჩებიან.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მოხალისეები თავდაპირვლად თავად შეისწავლიან ქართულ ენასა და კულტურას, ასევე პროექტთან დაკავშირებულ უნარებს.

სწავლების პერიდოში ისინი ქართველ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ, რის შემდეგაც საქართველოს ათი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდებიან. მათი ძირითადი საქმიანობა საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებაა.

დღის ამბები