ზუსტად ერთ საათში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაიწყება. ამ პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.
გამარჯვებული პირველი მაისიდან ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი აგვისტოში ჩატარდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დროისთვის არჩევნებისთვის ყველაფერი მზად არის.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში, პირველად ტარდება ასეთი ფართო მასშტაბიანი არჩევნები, უნივერსიტეტის დაარსებიდან ფაქტობრივად საუკუნის მანძილზე,“ - განაცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა, ცირა ბარამიძემ.