20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
თსუ-ის არჩევნები - პროფესორი ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაიწყო - ადგილზე გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორი, თამაზ კალაძე მივიდა, რომელიც არჩევნების უკანონობაზე საუბრობს.

თამაზ კალაძე აცხადებს, რომ მას უკანონოდ შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. მისივე თქმით, მასთან ერთად, კიდევ 150 ადამიანს, გამოყენებითი მათემატიკის და მაღალი ენერგიების ფიზიკის უნივერსიტეტიდან, შეზღუდული აქვთ ხმის მიცემის უფლება. 

"ორი ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მქონე მეცნიერ თანამშრომლების აზრი არ იქნება გათვალისწინებული ამ არჩევნებში, მათ წაართვეს საარჩევნო უფლება. რა თქმა უნდა, შედეგი იქნება არასრულფასოვანი, ესეიგი შედეგი იქნება დამახინჯებული, შესაბამისად, არჩევნები არის ყალბი," - აცხადებს თამაზ კალაძე. 

 

დღის ამბები