შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტურ რეგიონთან არსებული რუხის საგუშაგო მოინახულა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრა.
მათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.