ვინ უხელმძღვანელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლადო პაპავას ნაცვლად, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება. კენჭისყრა სასწავლებელში ორი საათის წინ დაიწყო და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს.
აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც პოზიციაზე აგვისტომდე უნდა დარჩეს.
„დღეს უნივერსიტეტის ბედი პროფესურის ხელშია და იმედი მაქვს, რომ ის მიიღებს რეალურ გადაწყვეტილებას, რეალური და არა ფალსიფიცირებული ავტონომიის განსახორციელებლად,“ - აცხადებს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატი, ცირა ბარამიძე.