20 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
ვლადიმერ პაპავამ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა რექტორმა. ვლადიმერ პაპავა თსუ-ში მიმდინარე არჩევნებს ისტორიულ პროცესს უწოდებს.

მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ ადამიანებზე, ვინც დღეს პრეტენზია გამოთქვეს დღევანდელ არჩევნებზე იმის გამო, რომ მათივე თქმით, უკანონოდ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. როგორც რექტორი განმარტავს, მათ იურიდიულად არ ქონდათ სტატუსი, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდათ.

"როდესაც დგებოდა სიები, შესაბამისი კომპეტენტური სპეციალისტები, ვინც ამ დარგში არის - იურიდიული დეპარტამენტი, საარჩევნო კომისია, კადრების დეპარტამენტი, ყველა ხელმძღვანელობდა მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით, ამიტომ გულდასაწყვეტია თუ ვინმე ვერ მოხვდა, მაგრამ კანონიც ვერ დაირღვეოდა, რადგან გასაჩივრდებოდა უკვე იმის გამო, რატომ არიან საარჩევნო სიაში ისინი, ვისაც ხმის უფლება არ ქონდა," - განმარტა ვლადიმერ პაპავამ. 

კენჭისყრა სასწავლებელში ორი საათის წინ დაიწყო და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც პოზიციაზე აგვისტომდე უნდა დარჩეს.

დღის ამბები