გარდაბანში შესაძლოა მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური აშენდეს.
ამ კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ პოტენციალს ერთი წლის განმავლობაში ამერიკული კომპანია შეისწავლის.
მემორანდუმს ხელი დღეს კომპანიის ხელმძღვანელმა და ენერგეტიკის მინისტრმა მოაწერეს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ხორციელდება ახალი ჰიდრო ელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, ქარის სადგური და ამას ემატება მზის სადგურები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკული ორგანიზაცია პარტნიორ კომპანიებთან ერთად შეისწავლის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს, მოაწყობს ღია დისკუსიებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რის შემდგომაც უნდა გადაწყდეს სადგურების აშენების საკითხი.