02 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს - კანდიდატები ხარვეზებზე საუბრობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. ხმა უკვე მისცა სასწავლებლის გადამდგარმა ხელმძღვანელმაც.

ვინ უხელმძღვანელებს უნივერსიტეტს აგვისტომდე, როდესაც რექტორი უნდა აირჩიონ, ცნობილი დღესვე გახდება. კანდიდატები საარჩევნო პროცესის ხარვეზებზე საუბრობენ. 

“ის, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. პირველად ხდება რომ ამდენი რაოდენობის ამომრჩეველი გამოხატავს თავის ნებას,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა დარეჯან თვალთვაძემ.

დღის ამბები