20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნები დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კენჭისყრა დასრულდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა აკადემიური პერსონალის 900-ზე მეტმა წევრმა მისცა. ვინ უხელმძღვანელებს უნივერსიტეტს აგვისტომდე, ცნობილი დღესვე გახდება. კენჭს სულ 4 კანდიდატი იყრის. 

“საარჩევნო უბნის დახურვამდე დარჩა დაახლოებით ნახევარი საათი, ამ დროისთვის უბანზე გამოცხადებულია 939 ამომრჩეველი. პროცესი წარიმართა ხარვეზების გარეშე. არანაირი განაცხადი დარღვევის თაობაზე კომისიას არ მიუღია,“- განაცხადა  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

 

დღის ამბები