პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე, სოფელ ქვიშხეთში ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შედეგად დაზიანებული სახლების, ამორტიზირებული ამბულატორიის, უგზოობისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
„ქვიშხეთში წარმოუდგენელი პრობლემები დაგვხვდა, სახლების უდიდესი ნაწილი ან დანგრეულია, ან ამორტიზებულია. შეწყვეტილია სასმელი წყალი,“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.