თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია. დღეიდან უმაღლეს სასწავლებელს დარეჯან თვალთვაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც 526 ხმა დააგროვა.
1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 967-მა ადამიანმა მიიღო. შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
დარეჯან თვალთვაძის თქმით რექტორის მოვალეობის შემსრულებსლის პოსტი მისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა.
"მე მჯერა, რომ სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს. მთავარი ამოცანაა ღირსეულად ჩავატაროთ რექტორის არჩევნები. ყველაფერს ვიღონებთ, რომ პროცესებმა ჩაიაროს მშვიდად,"-განაცხადა ახლადარჩეულმა თვალთვაძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნები უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, და ხმის მიცემა ზუსტად 18:00 საათზე შეწყდა.