13 ივნისის სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტო კიდევ ერთ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ღვარცოფულ და მეწყერსაშიშ ზონებში ჩასატარებელი აუცილებელი სამუშაოებია გაწერილი, ასეთი კი დედაქალაქში 12 რაიონია. სავალალო შედეგის მიზეზები ბუნებრივი მოვლენების გარდა ადამიანების არასწორად წარმოებული საინჟინრო საქმიანობა და მწვანე საფარის განადგურებაა.
იმას, რომ საქართველოს დედაქალაქი მძიმე გეოლოგიურ მდგომარეობაშია და ბევრ უბანში ცხოვრება სახიფათო გეოლოგიური საფრთხეების ავსტრიელი ექსპერტიც ადასტურებს. საფრთხეების შესასწავლად ავსტრიიდან ექსპერტების ჯგუფი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კიდევ ერთი დასკვნის მოსამზადებლად მოიწვიეს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლევის შედეგები დედაქალაქის მერიას გადაუგზავნა, რომლიც ვალდებულია გაეცნოს, გაითვალისწინოს და სახიფათო ზონებში დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები. უცნობია შეისწავლა თუ არა მერიამ სპეციალისტების დასკვნა და გეგმავს თუ არა მუნიციპალიტეტი სახიფათო უბნებში სამუშაოების დაწყებას. მერიაში კურიერმა ამ კითხვებზე პასუხი დღეს ვერ მიიღო.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.