20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
თსუ-ს დღეიდან დარეჯან თვალთვაძე უხელმძღვანელებს, პროფესორების ნაწილი კი არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ

ხმათა უმრავლესობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა. აკადემიური პერსონალის უმრავლესობამ ლადო პაპავას უკვე ყოფილ მოადგილეს დაუჭირეს მხარი. მან არჩევნებში გამარჯვება 526 ხმით შეძლო. დარეჯან თვალთვაძე ამ თანამდებობაზე, რექტორის არჩევნების დანიშვნამდე, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს.

არჩევნების შედეგების გამოცხადების მიუხედავად პროფესორების ნაწილი კენჭისყრას უნდობლობას უცხადებს. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს, დაახლოებით 150 ადამიანს, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება არ მისცეს, სწორედ ამის გამო მიიჩნევენ, რომ არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობა 1311 ადამიანიდან მხოლოდ 967- მა მიიღო.  

შეგახსენებთ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა. მოვალეობის შემსრულებელი არჩეულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. 

ავტორი: გიგლა თუმანშვილი. 

დღის ამბები