20 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
თბილისელები შესაძლოა კომუნალური ვაუჩერების გარეშე დარჩნენ

თბილისელები შესაძლოა კომუნალური ვაუჩერების გარეშე დარჩნენ. საუბარია ათეულობით ათას ოჯახზე, რომლებიც უკვე წლებია სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ.

მერიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც კომუნალური ვაუჩერების პროგრამის არსებობა ეჭვქვეშ დადგა, დღეს საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერიამ საკუთარ ინტერესებს მოარგო. ბრალდებებს უარყოფენ ქართული ოცნების დეპუტატები. მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ნოემბრამდე, როდესაც ვაუჩერების შემდეგი ეტაპი უნდა დაიწყოს, მუნიციპალიტეტი დახმარების გაცემის ახალ მექანიზმს მოამზადებს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, თემურ ვარაზანაშვილი, თამარ შალოშვილი.

 

დღის ამბები