სოფელ ცდოს მოსახლეობა იმ 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს, რომელმაც სტეფანწმინდის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.
ადგილობრივების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროხაზების მშენებლობა მათ სოფელში მიგრაციას გამოიწვევს. ისინი განმარტავენ, რომ პროექტი დასახლებულ პუნქტის გვერდით ხორციელდება და სამუშაოები ადგილობრივების კუთვნილ მიწებზე წარმოებს.
სოფელ ცდოში საპროტესტო აქციები ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ადგილობრივები ითხოვენ, რომ პროექტი მათი ალტერნატიული შეთავაზების მიხედვით განხორციელდეს და ხაზებმა თერგის ხეობაში გაიაროს. მათივე თქმით, პროექტის განსახორციელებლად სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არავის მისცემენ.
ავტორი: ეკა გაგუა