თსუ-ს რექტორის მოვალეობის ახლადარჩეული შემსრულებელი აუდიტორია 115-ის წევრებს არ შეხვდა. დარეჯან თვალთვაძემ სტუდენტებს საუბრის გადადება სთხოვა, რაზეც აუდიტორია 115-ის წევრებმა უარი განაცხადეს, თუმცა შეხვედრა მაინც არ შედგა.
მოლაპარაკებები შეხვედრის ჩატარებაზე მცირე კამათის ფონზე წარიმართა. აუდიტორია 115-ის წევრებმა დარეჯან თვალთვაძეს განუცხადეს, რომ მან არ უნდა მიიღოს რექტორის არჩევნებში მონაწილეობა რადგან ის უნივერსიტეტში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა და მისი ქმარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელია.
აუდიტორია 115-ისგან განსხვავებით დარეჯან თვალთვაძის კანდიდატურა მოსწონთ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე დღეს 526 ხმით აირჩიეს.