რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დარეჯან თვალთვაძეს დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
მისი არჩევიდან რამდენიმე საათში რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ არ შედგა, რასაც ხმაური მოჰყვა.
დარეჯან თვალთვაძეს სტუდენტური მოძრაობის წევრები რექტორის თანამდებობაზე მიუღებლად მიიჩნევენ და მას მოუწოდებენ შემოდგომაზე დაგეგმილ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
დარეჯან თვალთვაძე თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ აირჩიეს. 1300-ზე მეტი ამომრჩევლიდან მას მხარი 526-მა დაუჭირა.