20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
შიმშილობის 9 დღე - პროფესორების აქციები ტსუ-სთან გრძელდება

ლოგიკურსა და სამართლიანს უწოდებს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორების მოთხოვნებს სამოქალაქო სექტორი.

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ამ თემაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რექტორის მესამე ვადით არჩევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონს არღვევს.

ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების სამინისტროს მოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს, თუ რამდენად ლეგიტიმურია არჩილ ფრანგიშვილის რექტორის პოსტზე სამჯერ არჩევა.

მოშიმშილეები რექტორთან ერთად აკადემიური საბჭოს დაშლასა და კანცლერის გათავისუფლებას ითხოვენ.

მოთხოვნებს დაემატა ასევე რექტორის მომხრეთა რაოდენობის დასადგენად რეფერენდუმის გამართვა, ფინანსურმა სამსახურმა სასწავლებელში ვითარება შეისწავლოს და განათლების სამინისტრომ შექმნას კომისია მოშიმშილეების კვალიფიციკაციის დასადგენად. 

დღის ამბები