რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანებიც. ისინი, სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, დეტალები ზუსტდება.