20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
მოსამართლემ "რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მოსამართლემ არ გადადო. სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა დღეს სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რადგან, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საქართველოში არ იმყოფება. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკა გვარამიას ითხოვდა, რომ მას დაუგეგმავად, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია დაუყოვნებლივ აშშ-ში გამგზავრება 12-დან 28 აპრილამდე, რის გამოც მისთვის მნიშვნელოვანი იყო პროცესის გადადება.

პროცესს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება ასევე ყარამანაშვილების ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი, შესაბამისი დოკუმენტაცია ადვოკატებმა წარადგინეს, თუმცა სასამართლო კოლეგიამ ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა. 

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები ასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს მიერ 6 თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

იურისტები ასაჩივრებენ ასევე ყველა იმ შუამდგომლობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც მან არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიის სააპელაციო საჩივრებს არ ეთანხმება ხალვაშის ადვოკატი.

 

დღის ამბები