ბაზრობის მოვაჭრეების აქცია სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟია მობილიზებულია.
გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია ბაზრის მოვაჭრეებმა გამართეს. მათ გარე მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ. მოვაჭრეების აქცია თამარ მეფის გამზირის გადაკეტვით, დაახლოებით, დილის 10 საათზე დაიწყო, რის გამოც 4 მოვაჭრე დააკავეს, მათ შორის 2 ქალი. ამ დრომდე უცნობია, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებული პირები.
დაპირისპირების შემდეგ ტერიტორია გარემოვაჭრეებმა დატოვეს. ბაზრობის მაღაზიების უმეტესი ნაწილია დაკეტილია.
ავტორი: მარიკა გოცირიძე