20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ISIS-სთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირთა მშობლები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირთა მშობლები საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ.

მირიან ბერიძის, გია ბახუნტარაძის და ჯამბულ აბდულაევის დედები აცხადებენ, რომ მათი შვილები უდანაშაულოები არიან და იარაღი სპეცსამსახურებმა ჩაუდეს. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავება იარაღის უკანონო ტარების გამო მოხდა და მხოლოდ 4 თვის შემდეგ აღიძრა საქმე ტერორიზმთან კავშირის მუხლით.

დედები სირიაში წასულებთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი შვილები მათ რადიკალურ შეხედულებებს არ იზიარებდნენ, მათ მხოლოდ მეგობრულ-ნათესაური მიმოწერა ჰქოდათ.

დღის ამბები