სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირველი სამუშაო დღე და პირველი წინააღმდეგობები. დარეჯან თვალთვაძის არჩევას არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი აპროტესტებს. ცირა ბარამიძის თქმით, უნივერსიტეტმა დაკარგა ცვლილებების და რეფორმების შესაძლებლობა.
„ამ კანდიდატის პროგრამა არავის უნახავს და რაც მისგან მოვისმინეთ, ცვლილებები არ იქნება,“ - აცხადებს ცირა ბარამიძე.
დარეჯან თვალთვაძე, მიუხედავად მის მიმართ ამ უარყოფითი დამოკიდებულებისა, მის კოლეგებთან ურთიერთოების გაგრძელებას კვლავ აპირებს.