თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრის მოვაჭრეების აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გარევაჭრობისაგან ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანური საქციელია.
„ერთი ხელის მოსმით ბაზრობის ტერიტორიების გაწმენდა, ვფიქრობთ, არის არაჰუმანური და არ არის გამართლებული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სოციალურად უჭირს. თუმცა, ალტერნატიული შეთავაზება შესაძლებელია. მე უბრალოდ შემიძლია მოსახლეობას ვთხოვო, და მათი ჯანმრთელობის საკითხია ეს და არა სხვისი, ქუჩაში ვაჭრობა, ქუჩაში შესყიდული ასეთი ტიპის პროდუქტი მათი ჯანმრთელობისთვის არანაირად სასარგებლო არ არის“, - განაცხადა ლექვინაძემ.